ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
ტეილორ სვიფტმა შემაკავებელი ორდერი გამოწერა სავარაუდო სტალკერის წინააღმდეგ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, არაერთხელ ეწვია მის სახლს და ამტკიცებდა, რომ სვიფტთან შვილი ჰყავდა.
ბრაიან ჯეისონ ვაგნერი, 45 წლის კაცი კოლორადოდან, 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის მაისამდე, სავარაუდოდ, არაერთხელ მივიდა სვიფტის ლოს-ანჯელესის საცხოვრებელში.
სვიფტმა სასამართლოს განცხადებაში აღნიშნა, რომ თითოეული ამ ვიზიტისას, "მაცნობეს, რომ ბატონი ვაგნერი აკეთებდა განცხადებებს ჩემს საკუთრებაში ცხოვრების შესახებ (რაც ტყუილია), ჩემთან ურთიერთობაში ყოფნის შესახებ (ტყუილია), და სჯეროდა, რომ მე მისი შვილის დედა ვარ (ასევე ტყუილია)."
ერთ-ერთ შემთხვევის დროს, ვაგნერს, როგორც იუწყებიან, მინის ბოთლი ეჭირა, რაც, სვიფტის თქმით, შესაძლოა მის წინააღმდეგ გამოყენებულიყო, როგორც იარაღი. სვიფტმა ისიც აღნიშნა, რომ ეს ვიზიტები "შიშის მომგვრელია საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების გამო."
სასამართლოს დადგენილებით, ვაგნერმა სვიფტთან მინიმუმ 100 მეტრის დისტანცია უნდა შეინარჩუნოს.
ტეილორ სვიფტი წლების განმავლობაში არაერთი სტალკერის მსხვერპლი გამხდარა. 2017 წელს, 29 წლის მოჰამედ ჯაფარი ნიუ-იორკის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს მას შემდეგ, რაც არაერთი ზარი განახორციელა სვიფტის მენეჯერ კომპანიაში და შემდეგ შეიჭრა მის ბინაში. 2018 წელს, როჯერ ალვარადომ შეაღწია სვიფტის სახლში, ისარგებლა მისი საშხაპით და დაიძინა მის საწოლში — მას 9 თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
იმავე წელს, ჯულიუს სანდროკი დააკავეს მას შემდეგ, რაც სვიფტის სახლამდე მისაღწევად 1600 კმ-ზე მეტი გაიარა, მანქანაში კი ტყვიები, დანა, თოკი და ხელთათმანები უპოვეს.
შემდეგ წლებში კიდევ ექვსი ადამიანი იქნა ნასამართლევი სვიფტის ადევნებისა და თვალთვალისთვის, მათ შორის იყო 2020 წლის ინციდენტი, როდესაც კაცი მანქანით შეეჯახა მის საცხოვრებელ სახლს და შეეცადა, შენობაში შეჭრილიყო.