ვიდეოები

1714379736

VIDEO: „მტირალების სუმო“ - იაპონიაში ფესტივალი „ნაკი სუმო“ ჩატარდა, რომელშიც პატარა ბავშვებს ტირილში აჯიბრებენ

იაპონიაში ტრადიციული ფესტივალი „ნაკი სუმო“ (მტირალების სუმო) ჩატარდა, რომლის დროსაც მცირეწლოვან ბავშვებს ატირებენ. იაპონიაში სჯერათ, რომ ბავშვის ტირილი ბოროტ სულებს აშინებს და რაც უფრო ძლიერად ტირის პატარა, მით უფრო დიდი ძალით დააჯილდოვა ის ღმერთმა და მით უფრო ბედნიერი იქნება ცხოვრებაში.ფესტივალზე ბავშვები ერთმანეთს ტირილში სუმოისტების დახმარებით ეჯიბრებიან. რინგზე გამოდის 2 სპორტსმენი, თითოეულს ხელში ბავშვი უჭირავს. მსაჯის სიგნალის შემდეგ, სუმოისტები ბავშვებს ჰაერში წევენ და შეძახილებითა ცდილობენ მათ ატირებას. იმარჯვებს ის, ვინც ამას პირველი მოახერხებს.წელს ფესტივალში 100-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. 

მტირალების სუმო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

გოგა მანია

ჰოროსკოპი 1714392965

VIDEO: ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი, მეტაფიზიკის მცოდნე, წინასწარმეტყველი გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგი წინასწარმეტყველების შესახებ ვიდეოს აქვეყნებს.როგორც ეზოთერიკოსი ჩანაწერში საუბრობს, უახლოეს დღეებში საქართველოში მიწისძვრაა მოსალოდნელი

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1714392546

რაც უნდა ეცადოს რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული მარიონეტული მედია დღევანდელი საყოველთაო სახალხო შეკრების დისკრედიტაციას, ფაქტია, რომ ეს არის საქართველოს ხმა - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ორგანიზებით  რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი „საყოველთაო სახალხო შეკრება" შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის სამშობლოს მოყვარული ადამიანების ერთობა და მალე ყველა ნახავს, სად დგას საქართველო.ნიკოლეიშვილის თქმით, რაც უნდა ეცადოს რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული მარიონეტული მედია დღევანდელი საყოველთაო სახალხო შეკრების დისკრედიტაციას, ფაქტია, რომ ეს არის საქართველოს ხმა.„რაც უნდა ეცადოს რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული მარიონეტული მედია დღევანდელი საყოველთაო სახალხო შეკრების დისკრედიტაციას, ფაქტია, რომ ეს არის საქართველოს ხმა. ეს არის სამშობლოს მოყვარული ადამიანების ერთობა და მალე ყველა ნახავს, სად დგას ჩვენი ქვეყანა!“- წერს ნიკოლეიშვილი.

დიმიტრი ნაფეტვარიძე

პოლიტიკა 1714390970

კანონის ძირითადი იდეა არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რის გარეშეც დემოკრატია ვერ იქნება ძლიერი და რეალური ვერსად - ვერც თბილისში, ვერც ბრიუსელში ან ვაშინგტონში, როგორც ბიზნესმენი, მხარს ვუჭერ გამჭვირვალობას - ბიზნესმენი დიმიტრი ნაფეტვარიძე

"მინდა გამოვეხმაურო პარლამენტში ინიცირებულ კანონს და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს. ჩანს, რომ კანონის მოწინააღმდეგეთა მხრიდან არის მცდელობა კლიშეებით და ლოზუნგებით მოხდეს მსჯელობის ჩახშობა, არგუმენტებისთვის სივრცის დახურვა, მაშინ როდესაც ევროპა პირველ რიგში, ჯანსაღი დისკუსია და ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენაა" - წერს ბიზნესმენი, "შპს ოკკასიო ნოვას" დირექტორი დიმიტრი ნაფეტვარიძე სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, კანონის ძირითადი იდეა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა, რის გარეშეც დემოკრატია ძლიერი ვერსად იქნება. ბიზნესმენის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია უმთავრესი მონაპოვრის - მშვიდობის და სტაბილური განვითარების დაცვა.ნაფეტვარიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველოში დღეს შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა, სახელმწიფოს მხრიდან რეკეტის და ფინანსური სადამსჯელო ოპერაციებისგან დაცულ გარემოში."მინდა გამოვეხმაურო პარლამენტში ინიცირებულ კანონს და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს. ჩანს, რომ კანონის მოწინააღმდეგეთა მხრიდან არის მცდელობა კლიშეებით და ლოზუნგებით მოხდეს მსჯელობის ჩახშობა, არგუმენტებისთვის სივრცის დახურვა, მაშინ როდესაც ევროპა პირველ რიგში, ჯანსაღი დისკუსია და ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენაა. თუ რაციონალური ნიადაგი გამოეცალა ჩვენს პოზიციებს და მხოლოდ სიძულვილი დარჩა, ეს ხელს შეუწყობს ნგრევას, მაგრამ აღმშენებლობისთვის უვარგისი იქნება. მეორე და მთავარი - კანონის ძირითადი იდეა არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რის გარეშეც დემოკრატია ვერ იქნება ძლიერი და რეალური ვერსად - ვერც თბილისში, ვერც ბრიუსელში ან ვაშინგტონში. როგორც ბიზნესმენი, მხარს ვუჭერ გამჭვირვალობას, მიმაჩნია, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, თუ რა რესურსები და ინტერესები მონაწილეობს მათი ქვეყნის პოლიტიკაში. ინფორმირებული მოქალაქეები იღებენ უფრო სწორ გადაწყვეტილებებს.და მესამე - ვეთანხმები აქამდე გაკეთებულ არაერთგზის შეფასებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით. როგორც ბიზნესმენს, მიმაჩნია, რომ დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრების უფლება ქვეყანაში დაცულია.მიმდინარე დროში ყველა ვადევნებთ თვალს მსოფლიოში დიდ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ ძვრებს, რაც ასევე დიდ მეტანარატივთა შეტაკების პარალელურად მიმდინარეობს, რომლის შედეგად სამყარო აღარ იქნება უწინდელი და მხოლოდ ერთობით, ეროვნული და პროგრესული ძალების მობილიზებით, მუხლჩაუხრელი შრომით შევძლებთ ამ გამოწვევებთან გამკლავებას და ახალი რეალობის ჩვენს სასიკეთოდ გამოყენებას.ევროპული სივრცე ჩვენი ისტორიული არჩევანი და გარდაუვალი სამყოფელია. აუცილებელია ევროპაში დაგროვილ ცოდნასთან ზიარება, ფინანსებთან წვდომა, შრომის და საქმის წარმოების მათეული გამოცდილების გაზიარება. გარდა მაგისა ყველას მოგეხსენებათ ევროპა პირველ რიგში არის იდეა, ფასეულობათა სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემას, სხვისი სიცოცხლის, თავისუფლების, ქონების ხელშეუხებლობას, საწინააღმდეგო აზრის პატივისცემას გულისხმობს. ევროპისკენ სავალ გზაზე მშვიდობა და გონიერება გვჭირდება.ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის და მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, ჩვენი უმთავრესი მონაპოვრის, მშვიდობის და სტაბილური განვითარების დაცვა და მოფრთხილება. საქართველოში დღეს შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა, სახელმწიფოს მხრიდან რეკეტის და ფინანსური სადამსჯელო ოპერაციებისგან დაცულ გარემოში.მივესალმები პრემიერ მინისტრის ინიციატივებს ახალი ტენოლოგიების დანერგვის თაობაზე - მეტი პროგრესი დაგვეხმარება ეკონომიკის გაზრდასა და კიდევ უფრო გაჯანსაღებაში. წარმატებები საქართველოს!" - წერს დიმიტრი ნაფეტვარიძე.

რუსუდან ფეტვიაშვილი

საზოგადოება 1714390680

„ის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, ყველაზე ძვირფასი... გარდაიცვალა, მაგრამ არ დამცილებია, ჩემთვის წარმოუდგენელია საკუთარი თავის მოაზრება მის გარეშე” - რუსუდან ფეტვიაშვილი მეუღლეზე

მაშინ მხოლოდ 14 წლის იყო, მაგრამ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც კი მის ამოუცნობ ფენომენზე ბევრს საუბრობდნენ. დაჯერება უჭირდათ, რომ პატარა გოგონას შეეძლო, შეექმნა ისეთი მისტიკური ტილოები, რომლებიც ყოველგვარ კანონებს არღვევდა და ადამიანები ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავდა. გამოფენებზე ფსიქოლოგებსაც იწვევდნენ, სთხოვდნენ, გაეკეთებინათ შესაბამისი დასკვნა, რამდენად რეალური იყო, რომ ეს სურათები პატარა გოგონას შესრულებული ყოფილიყო. ეს ფენომენი რუსუდან ფეტვიაშვილი გახლავთ.მან რამდენიმე წლის წინ მეუღლე დაკარგა – რეჟისორი თემურ ბადრიაშვილი. როგორ გრძელდება ცოცხალი კავშირი უძვირფასეს ადამიანთან, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებაში აღარ არის, ამ ყველაფერზე რუსუდან ფეტვიაშვილი პირველად ,,სარკესთან” საუბრობს ქმრის გარდაცვალების შემდეგ.– თქვენს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა, უძვირფასესი ადამიანი, მეორე ნახევარი დაკარგეთ, რომელთანაც ბევრი წელი გაატარეთ ბედნიერად და ამ ურთიერთობაზე ,,სარკესთანაც” გისაუბრიათ. მინდა, რომ ის წლები გაიხსენოთ.– ჩემი მეუღლე, თემურ ბადრიაშვილი, იყო მხატვარი და რეჟისორი, უაღრესად განათლებული, ძალიან საინტერესო, მაღალი ინტელექტის და სუფთა ზნეობის. მე ასეთ მნიშვნელოვან ადამიანს არასდროს შევხვედრივარ. მთელი ცხოვრება ვცდილობდი, მას დავწეოდი და იმ სიმაღლემდე მიმეღწია, სადაც თვითონ იმყოფებოდა.ჩვენ 33 წელი ვიყავით ერთად. ეს იყო ყველაზე სავსე, ყველაზე ბედნიერი წლები. რა თქმა უნდა, რაღაც სირთულეები გვქონდა და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ერთი ღირებულებების მატარებლები ვიყავით და ერთმანეთი ძალიან გვეძვირფასებოდა.16 წლის ვიყავი, როცა გავიცანი, 18 წლიდან ერთად ვცხოვრობდით და ერთი დღე არ დავშორებივართ, სულ ერთად ვიყავით. სამსახურშიც, უცხოეთშიც ერთად დავდიოდით. ჩემს მშობლებთან და ახლობლებთანაც ერთად მივდიოდით და ახლაც ერთად ვართ. მართალია, ვიცი, რომ ის გარდაიცვალა, მაგრამ განცდა იმისა, რომ დამცილდა, არ მაქვს, რადგან ვგრძნობ მასთან ერთიანობას.ის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, ყველაზე ძვირფასი, ყველაზე საყვარელი ადამიანი დედამიწაზე. ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვიყავით, მაგრამ ერთ ღერძზე ვბრუნავდით და ამ ღერძს სიყვარული ატრიალებდა. ჩემთვის წარმოუდგენელია საკუთარი თავის მოაზრება მის გარეშე, ამიტომ ჩვენ ისევ ერთად ვართ, ორნი – ერთი მთლიანის განუყოფელი ნაწილები.– ხომ არ აპირებთ დააარსოთ ფონდი ან სამხატვრო სკოლა, ან გახსნათ თქვენი გალერეა?– ჩვენ ბათუმში გვქონდა გალერეა, შემდეგ თბილისშიც. ჩემი მეუღლის ავადმყოფობის დროს ვეღარ მივხედე და ორივე დავკეტე. მას ჰქონდა სურვილი, გაგვეხსნა პატარა კაფე-გალერეა – თემატური, კონცეპტუალური, მყუდრო, რომელიც იქნებოდა ლამაზი ადგილი, სადაც მოვიდოდნენ თბილისელები, დალევდნენ ყავას, დატკბებოდნენ ხელოვნებით და სასიამოვნოდ გაატარებდნენ დროს. ჩემი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად აუცილებლად ავასრულებ მის სურვილს.ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”

GD ჰოლდინგ

პოლიტიკა 1714390361

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, მის ევროპულ კურსს და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნდობას ვუცხადებთ-გამჭირვალობაც ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე უნდა გავრცელდეს - GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და უცხოელი აქციონერები

GD ჰოლდინგის ქართული კომპანიები და  უცხოელი მსხვილი აქციონერები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და მისი უცხოელი აქციონერები მიზანშეწონილად თვლიან გამოეხმაურონ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს სტიმულს, გავაგრძელოთ ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში.ქვეყანაში შექმნილი კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო, საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა, ბიზნესში ჩაურევლობა,  ევროპულ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერა,  საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულების კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.გამჭირვალობაც ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე უნდა გავრცელდეს.ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, მის ევროპულ კურსს და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნდობას ვუცხადებთ.