„მე მიპატიებია, მაგრამ აი სამყაროს სად წაუხვალ...“ - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს

თაია ჭიჭინაძე

„პრაიმ ჰაუსის“ გასული სეზონის მონაწილე თაია ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში მიმოწერის „სქრინს“ ავრცელებს, სადაც მას უცნობი ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს.

„მე ამათ ყურადღებას აღარ ვაქცევ, მაგრამ იცნობდეთ გულოს და თუ რომელიმეს ნათესავი, შვილი ან მეგობარია მე ვწუხვარ თქვენს მაგივრად. გადაეცით ჩემგან, რომ სირცხვილია, ქალს ასეთი გამოხატვის ფორმა და ბოროტება ჰქონდეს გულში. მე კიდევ მის კომენტარებს ჩემზე აღარ დავდებ, იმიტომ, რომ ყველგან იგინება და მაინც არ მინდა ამ უხამსობას გაყურებინოთ. მე მიპატიებია ჩემთვის მუქარა, გინება და წყევლა, მაგრამ აი სამყაროს სად წაუხვალ არ ვიცი...“, - წერს თაია ჭიჭინაძე.