ვიდეოები

1714379736

VIDEO: „მტირალების სუმო“ - იაპონიაში ფესტივალი „ნაკი სუმო“ ჩატარდა, რომელშიც პატარა ბავშვებს ტირილში აჯიბრებენ

იაპონიაში ტრადიციული ფესტივალი „ნაკი სუმო“ (მტირალების სუმო) ჩატარდა, რომლის დროსაც მცირეწლოვან ბავშვებს ატირებენ. იაპონიაში სჯერათ, რომ ბავშვის ტირილი ბოროტ სულებს აშინებს და რაც უფრო ძლიერად ტირის პატარა, მით უფრო დიდი ძალით დააჯილდოვა ის ღმერთმა და მით უფრო ბედნიერი იქნება ცხოვრებაში.ფესტივალზე ბავშვები ერთმანეთს ტირილში სუმოისტების დახმარებით ეჯიბრებიან. რინგზე გამოდის 2 სპორტსმენი, თითოეულს ხელში ბავშვი უჭირავს. მსაჯის სიგნალის შემდეგ, სუმოისტები ბავშვებს ჰაერში წევენ და შეძახილებითა ცდილობენ მათ ატირებას. იმარჯვებს ის, ვინც ამას პირველი მოახერხებს.წელს ფესტივალში 100-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. 

მტირალების სუმო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

gia abashidze

პოლიტიკა 1714389779

შემირცხვენია საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საჯაროდ არ გმობს ეროვნული დროშის ძირს დაგდების შემთხვევებს ფსევდო-პროვოკაციის მიზნით - გია აბაშიძე

თბილისისკენ მომავალ მამულიშვილებით სავსე მრავალრიცხოვან ავტოკოლონებს ვითომ დროშების სიმცირეს უწუნებენ უსამშობლოები, რომელთა აქციებზეც ბილწავენ საქართველოს დროშას. შემირცხვენია საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საჯაროდ არ გმობს ეროვნული დროშის ძირს დაგდების შემთხვევებს ფსევდო-პროვოკაციის მიზნით, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.ანალიტიკოსის თქმით, ერთიანობაზე ყიყინებენ ის ნაცსექტანტები, რომელთა რევანშისტული ვნებები და განსხვავებული აზრის ჩაქოლვა-განადგურების წადილი გავეშების უმაღლეს შკალაზეა. „თბილისისკენ მომავალ მამულიშვილებით სავსე მრავალრიცხოვან ავტოკოლონებს ვითომ დროშების სიმცირეს უწუნებენ უსამშობლოები, რომელთა აქციებზეც ბილწავენ საქართველოს დროშას.შემირცხვენია საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საჯაროდ არ გმობს ეროვნული დროშის ძირს დაგდების შემთხვევებს ფსევდო-პროვოკაციის მიზნით. ერთიანობაზე ყიყინებენ ის ნაცსექტანტები, რომელთა რევანშისტული ვნებები და განსხვავებული აზრის ჩაქოლვა-განადგურების წადილი გავეშების უმაღლეს შკალაზეა“, - წერს აბაშიძე Facebook-ზე.         

რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე

faceამბები 1714389740

VIDEO: რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე - დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალი მიკროვატობუსების კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

დედაქალაქში დაგეგმილ საერთო სახალხო შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან. იმერეთიდან მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან უკვე დაიძრნენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე რეგიონიდან 23 000 ადამიანი მიემგზავრება.ზუგდიდიდან დედაქალაქში სახალხო შეკრებაზე ხუთი ათასამდე ადამიანი გაემგზავრა. ოზურგეთიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე წამსვლელი მოქალაქეები უკვე გამოვიდნენ. ბათუმელები დილით ცენტრალურ სტადიონთან შეიკრიბნენ და თბილისისკენ დაიძრნენ.დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსებისა და ტაქსების ნაკადმა ავტობანზე საცობი შექმნა. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

ბი

მსოფლიო 1714389723

ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკის მშობლების პირველი სკანდალური ინტერვიუ

 ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ბოლოს სასამართლო პროცესზე ნათელმხილველი დაიკითხა, რომელსაც ბრალდებულმა მკვლელობის ღამეს არაერთხელ დაურეკა.დღეს, 29 აპრილს, ბიშიმბაევის მშობლები ვალიხან ბიშუმბაევ და ალმირა ბიშიმბაევა ალაპარაკდნენ, მათ პირველი ინტერვიუ, ნატალია გრეისს მისცეს. ინტერვიუში საუბარია, ბიშიმბაევის და სალტანატის ურთიერთობაზე. დედა ამბობს, რომ მისი შვილი, თავიდან, სანამ სალტანატს გაიცნობდა, ყოველთვის გულჩათხრობილი დადიოდა. გაცნობის შემდეგ კი, მისი თვალები ბრწყინავდა. მაგრამ ქალის თქმით, ეს ყველაფერი თვე ნახევარი გაგრძელდა. მამის ვალიხანის თქმით, ბიშიმბაევი ქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ, ძალიან შეიცვალა და ორივემ დაიწყეს დალევა."სალტანატი ყოველთვის გაიძახდა, რომ მე წავალო. იმუქრებოდა. მე შევთავაზე, რომ წავიყვანდი პავლადარში, თუმცა ის იძახდა, რომ პავლადარში არავის არ სჭირდებოდა..."- ამბობს ბიშიმბაევის მამა. მშობლების თქმით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათ შვილს, სალტანატის მოკვლა არ სურდა და ეს ყველაფერი შემთხვევითობაა. 

„თბილსერვის ჯგუფი“

საზოგადოება 1714388689

„თბილსერვის ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს

გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული უკანონო წარწერების წაშლასთან დაკავშირებით, რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებს - ამის შესახებ თბილსერვის ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ, წარწერები გაჩნდა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, როგორც შენობებზე, ასევე, გზის საფარზე, ტროტუარებსა და ვიტრინებზე. წარწერები გაკეთდა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე.შეგახსენებთ, რომ ეს არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც კანონდარღვევაა.  რაც შეეხება ფასადების უკანონო წარწერებისგან გასუფთავებას, იგი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავენ ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე.მოვუწოდებთ ყველას, მისცენ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები“,  - წერია განცხადებაში. 

ნინო წილოსანი

პოლიტიკა 1714388148

უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო - საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! - ნინო წილოსანი

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.  „ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის? დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ - წერს წილოსანი.