ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკის მშობლების პირველი სკანდალური ინტერვიუ

ბი

 ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

ბოლოს სასამართლო პროცესზე ნათელმხილველი დაიკითხა, რომელსაც ბრალდებულმა მკვლელობის ღამეს არაერთხელ დაურეკა.

დღეს, 29 აპრილს, ბიშიმბაევის მშობლები ვალიხან ბიშუმბაევ და ალმირა ბიშიმბაევა ალაპარაკდნენ, მათ პირველი ინტერვიუ, ნატალია გრეისს მისცეს. 

 

 

ინტერვიუში საუბარია, ბიშიმბაევის და სალტანატის ურთიერთობაზე. დედა ამბობს, რომ მისი შვილი, თავიდან, სანამ სალტანატს გაიცნობდა, ყოველთვის გულჩათხრობილი დადიოდა. გაცნობის შემდეგ კი, მისი თვალები ბრწყინავდა. 

მაგრამ ქალის თქმით, ეს ყველაფერი თვე ნახევარი გაგრძელდა. 

მამის ვალიხანის თქმით, ბიშიმბაევი ქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ, ძალიან შეიცვალა და ორივემ დაიწყეს დალევა.

"სალტანატი ყოველთვის გაიძახდა, რომ მე წავალო. იმუქრებოდა. მე შევთავაზე, რომ წავიყვანდი პავლადარში, თუმცა ის იძახდა, რომ პავლადარში არავის არ სჭირდებოდა..."- ამბობს ბიშიმბაევის მამა. 

მშობლების თქმით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათ შვილს, სალტანატის მოკვლა არ სურდა და ეს ყველაფერი შემთხვევითობაა.