რა ეღირება iPhone 17-ის ახალი მოდელები

აიფონი

Apple-ის მიერ iPhone 17-ის ფლაგმანური ხაზის წარდგენამდე რამდენიმე დღე რჩება და მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ანალიტიკოსები ზოგადად ახალი მოდელების ფასების ზრდას ელოდნენ, უახლესი ანგარიში მიუთითებს, რომ შესაძლოა, ახალი მოდელები არ გაძვირდეს.

უფრო კონკრეტულად კი, JPMorgan-ი iPhone 17-ის ხაზის ფასების უმნიშვნელო ან ნულოვან ზრდას პროგნოზირებს. უმნიშვნელო ზრდაში კი iPhone 17 Pro და iPhone 17 Air იგულისხმება, რომელთა ღირებულებაც მცირედით მოიმატებს.

JPMorgan-ის პროგნოზების სრული სია ასე გამოიყურება:


iPhone 17: 799 დოლარი (ფასის ზრდის გარეშე)

iPhone 17 Air: 899-949 დოლარი (ზრდის გარეშე ან 50 დოლარით გაზრდა)

iPhone 17 Pro: 1,099 დოლარი (100 დოლარით მეტი ფასი, მაგრამ უფრო მაღალი საწყისი მეხსიერებით)

iPhone 17 Pro Max: 1,199 დოლარი (ზრდის გარეშე)

შეჯამებისთვის, iPhone 17 Pro ერთადერთი მოდელია, რომლის ფასიც აუცილებლად გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ JPMorgan-ის მოლოდინები გამართლდება, დიდი შანსია, რომ iPhone 17-ის ხაზი დაახლოებით იგივე ეღირება, რაც გასული წლის iPhone 16 ხაზი - მხოლოდ Pro მოდელის მეხსიერების ვარიანტებში იქნება მცირედი ცვლილებები.

წინა მოდელების, მათ შორის iPhone 16 Pro-ს, ფასი 128 GB-დან იწყებოდა და 999 დოლარს შეადგენდა, ხოლო 256 GB-ის ფასი 1099 დოლარი იყო.

უკვე ცნობილია, რომ ახალ მოდელებს შორის იქნება ახალი - ნარინჯისფერი სმარტფონიც, დაბრუნდება ლურჯი ფერის ფლაგმანიც, ხოლო დანარჩენი მოდელები სტანდარტულად შავი და ნაცრისფერი იქნება.

ცნობისთვის, iPhone 17-ს, Apple Watch-სა და სხვა ახალ მოწყობილობებს Apple 9 სექტემბერს დაანონსებულ მისსავე ღონისძიებაზე წარადგენს.