„ერთი ნათელი დღე, შემდეგ ისევ ცივი და ქარიანი პერიოდი...“ - მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

წვიმა

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:

„7 აპრილს, ნაცრისფერ დღეებს შორის ერთდღიანი გამოდარება გველოდება - მზიანი და მშვიდი ამინდი მოიცავს საქართველოს. ჰაერი შედარებით გათბება და გაზაფხულის სითბოს ვიგრძნობთ.
თუმცა, ეს სიმშვიდე ხანმოკლე იქნება: 8 აპრილიდან, კვლავ დაბრუნდება ცივი და ნალექიანი დღეები, ასევე ზოგან შესაძლოა აღინიშნოს ძლიერი წვიმა და ძლიერი ქარი.

მოკლედ: ერთი ნათელი დღე - შემდეგ ისევ ცივი და ქარიანი პერიოდი.
დღეს ხარებაა - გაზაფხულის სიხარული და სინათლის დღესასწაული... გილოცავთ ამ წმინდა დღეს, რომელიც გვახსენებს იმედს, განახლებას და სულიერ სიმშვიდეს“, - წერს მეტეოროლოგი.