„ბინაში ნახეს გათიშულები ორივე...“ - ტრაგიკულად დაღუპულ წყვილზე მათი ახლობელი საუბრობს
1775317354
კვირას საღამოს, 18 იანვარს, მზეზე მოხდა ყველაზე მძლავრი „X“ კლასის აფეთქება. განცხადება ამ მოვლენის შესახებ მზის ასტრონომიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მოვლენა ამ წუთებშიც გრძელდება.
„მზეზე მიმდინარეობს უმაღლესი, X კლასის აფეთქება - ეს ხდება პირდაპირ ახლა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მზის აფეთქებებს ერთმანეთისგან განასხვავებენ მათი რენტგენული გამოსხივების სიმძლავრის მიხედვით. სულ არსებობს ხუთი კლასი: A, B, C, M და X. ხშირად აფეთქებებს თან ახლავს მზის პლაზმის ამოფრქვევა. თუ ეს პლაზმის ღრუბლები დედამიწამდე მიაღწევს, მათ შეუძლიათ მაგნიტური ქარიშხლების გამოწვევა.