გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1764102019
ჩინეთიდან და კენიიდან მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ობის სოკო Aspergillus tubingensis-ს პლასტმასის დაშლის უნარი აქვს. კვლევის შედეგები Inhabitat-მა გამოაქვეყნა.
პლასტმასის გადამუშავების არცერთი არსებული მეთოდი არ იყო ოპტიმალური. „ჩვენ გვინდოდა ბუნებაში გამოსავლის პოვნა. თუმცა, პლასტმასის დაშლის უნარის მქონე მიკროორგანიზმების პოვნა ადვილი არ იყო“, - თქვა მეცნიერმა.
მკვლევრებმა პაკისტანის ქალაქ ისლამაბადში ნაგავსაყრელიდან ნიმუშები შეაგროვეს, რათა დაედგინათ, იკვებებიან თუ არა ცოცხალი არსებები პლასტმასით ისე, როგორც სხვა ორგანიზმები იკვებებიან მცენარეული და ცხოველური მასალებით. ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ სოკო Aspergillus tubingensis-ს შეუძლია პლასტმასის ზედაპირებზე ზრდა და გამოყოფს ფერმენტებს, რომლებიც ანადგურებენ პოლიმერებში ქიმიურ ბმებს. ამისათვის ის იყენებს თავის მიცელიუმს - ვეგეტატიურ სხეულს, რომელიც შედგება თხელი, განშტოებული, ძაფისებრი სტრუქტურებისგან (განკუთვნილია უსქესო გამრავლებისთვის, კვებისა და ზრდისთვის).
აღმოჩნდა, რომ სოკოს პლასტმასის დაშლა სულ რამდენიმე კვირაში შეუძლია, რასაც ჩვეულებრივ მრავალი წელი სჭირდება. ტემპერატურამ და pH-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს სოკოს მიერ პლასტმასის დაშლის სიჩქარეზე. თუმცა, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ თუ Aspergillus tubingensis-ის განვითარებისთვის ოპტიმალური პირობები მოიძებნება, მისი გამოყენება ნარჩენების გადამუშავების ქარხნებში იქნება შესაძლებელი.