თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
„ჩვეულებრივი მოღალატეების დაჯგუფება არიან და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ერთ პლატფორმაზე გაერთიანდებიან, თუ ცალ-ცალკე იქნებიან,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რითაც "ოპოზიციის ალიანსის" განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მობილიზაციის კამპანიასთან დაკავშირებით გაკეთდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აღნიშნულ ოპოზიციონერებს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ, მისივე თქმით, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იმართებიან და ფინანსდებიან.
„მეცინება უბრალოდ. პირველ რიგში, ვინ არიან ეს ადამიანები, ყველა "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში აღმოცენებული ელემენტები. ჩვენ ბევრჯერ ვიხილეთ, ხან ერთ პლატფორმაზე ერთიანდებოდნენ, ხან იშლებოდნენ, ხან რაღაც სახელებს ირქმევდნენ, მაგრამ ყველა კარგად იცნობს, ვინ არიან ეს ადამიანები და რას წარმოადგენენ. საზოგადოების უმრავლესობამ იცის, რომ ისინი არიან მოღალატეები, უსამშობლო ადამიანები. არცერთი მათი ნაბიჯი, არცერთი განცხადება არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს. ისინი იმართებიან გარედან, იღებენ დაფინანსებას. ასეთია აგენტის ბედი, რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. ჩვეულებრივი მოღალატეების დაჯგუფება არიან და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ერთ პლატფორმაზე გაერთიანდებიან, თუ ცალ-ცალკე იქნებიან. პოლიტიკაში ის სუბიექტი, ვინც ემსახურება უცხო ქვეყანას და გარედან იღებს მითითებებს, ყველა განწირულია მარცხისთვის. მათ საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ. რაღაც "ბაბლი" არის შეკრებილი და ერთ სივრცეში იხარშებიან.
26 მაისი არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, ამაზე მნიშვნელოვანი დღე, სადაც შეიძლება ყველა გავერთიანდეთ, რა უნდა იყოს, გამოვიდნენ და აქციებს აანონსებენ. თუმცა არ მიკვირს, პატრიარქის დაკრძალვა რომ იყო, რა სტატუსებს წერდნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. მე მგონი ხალხის ხედავს რეალურად სად დგას საქართველო და სად დგანან ეს უსამშობლო ადამიანები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.