მალე შეგიძლიათ სპეციალური აპლიკაციით ლუდი დრონების მეშვეობით გამოიძახოთ

ლუდი

ამერიკულმა სტარტაპმა Stratos Beer-მა კალიფორნიიდან წარადგინა ლუდის მიწოდებისთვის განკუთვნილი დრონის კონცეფცია, რომელიც ქილებს მინი-პარაშუტებით ჩამოაგდებდა. ამის შესახებ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

მოწყობილობას ოთხი დასაკეცი პროპელერი აქვს.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით საუკეთესო ინჟინრებთან, დიზაინერებთან და დეველოპერებთან, რათა მაღალი ხარისხი უზრუნველგვეყო,“ — განაცხადეს კომპანიაში. აღინიშნება, რომ დრონს ლუდის მიწოდება ორი ფორმატით შეუძლია: ხუთლიტრიანი მინი-კეგებით და რვა ცალკეული ალუმინის ქილით. ერთი კეგის მიწოდების შემთხვევაში უპილოტო აპარატი დაშვებას განახორციელებს.

მოსალოდნელია, რომ მომხმარებლებს სპეციალურ აპლიკაციაში შეეძლებათ დრონის გადაადგილებას თვალყური ადევნონ.