წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770836556
Opte - ასე ჰქვია სახის კანისა და ხელების სკანერს, რომლის პრეზენტაციაც კომპანია Procter and Gamble-მა კალიფორნიაში, CES 2019-ზე გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს.
მოწყობილობა ჰიპერპიგმენტაციის ან ასაკობრივ ლაქებს აშორებს, აუფერულებს. Opte-ში კამერაა ინტეგრირებული, რომელიც წამში 200 სურათს იღებს. სკანერი სახის კანის ფერზე დაკვირვებით აგროვებს მონაცემებს და მას მიკროპროცესორზე გზავნის. ამის შემდეგ, მიღებული მასალა ე.წ. თერმულ inkjet პრინტერზე იგზავნება, რომელიც პროდუქტს პირდაპირ მომხმარებლის სახეზე ბეჭდავს.
მოწყობილობა კანის სამ ფერზე მუშაობს: ღია, საშუალო და მუქი, რაც იმას ნიშნავს, რომ Opte-ს ყველა ტიპის კანის გაახალგაზრდავებას შეძლებს.