ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
ჩინეთში გაიხსნება სასტუმრო, სადაც სტუმრებს მხოლოდ რობოტები მოემსახურებიან. Interesting Engineering-ი წერს, რომ სატესტო ნომრები უკვე წლის ბოლოს ამუშავდება.
სასტუმრო West Artificial Island გუანდუნის პროვინციაში, შენჟენ-ჯუნშანის რაიონში, ხელოვნურ კუნძულზე გაიხსნება. მას მართავს კომპანია, რომელიც რესტორნების, მაღაზიებისა და დასუფთავებისთვის განკუთვნილ სერვის-რობოტებს ქმნის.
სასტუმროში რობოტები დაარეგისტრირებენ სტუმრებს, დაალაგებენ ნომრებს, მოამზადებენ საჭმელს და სხვა სამუშაოებს შეასრულებენ. მათ ერთიან სისტემაში ჩართავენ, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ მოწყობილობებმა გაიგონ მეტყველება და ჟესტები და გარემოსთან ადაპტაცია შეძლონ.
სასტუმროს სრულფასოვანი გახსნა 2027 წელს იგეგმება.