Apple-მა ემოჯების ახალი ნაკრები წარადგინა

Apple

კომპანია Apple-მა რვა ახალი ემოჯი წარადგინა iOS 26.4, iPadOS 26.4 და macOS Tahoe 26.4-ის ბეტა ვერსიებში დეველოპერებისთვის. ინფორმაციას გამოცემა MacRumors ავრცელებს.

ახალი ემოჯების ჩამონათვალში შეხვდებით შემდეგ გამოსახულებებს: განძის სკივრი, იეტი, ტრომბონი, ჩხუბის ღრუბელი, ცელნამგალა ვეშაპი, მეწყერი, ბალერონი, დამანჭული სახე.

გარდა ამისა, ზოგიერთ არსებულ ემოჯის დაემატა კანის ფერის ახალი ტონები უფრო მეტი მრავალფეროვნებისთვის.