VIDEO: „უფალი ანგელოზებით და ილია მეორეც, ჩემთან იყო...“ - რა სასწაული გადახდა ნიკოლოზ ქართველს

ნიკო ქართველი

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილემ ნიკოლოზ ქართველმა კოსტა სანიკიძის YouTube არხზე მისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე ისაუბრა.

„მე და ჩემი ყოფილი ცოლი, რომელიც არის ჩემი შვილის დედა მის მეგობრებთან ერთად იჯდა მანქანაში. ძალიან მძიმე ავარია მოუვიდათ. ჩემს შვილს ქალა ფუძის სრული მსხვრევა ჰქონდა, 50 მოტეხილობასთან ერთად. 4 ბალიანი კომა, აპარატზე იყო ტყუილად როგორ ამბობდნენ. ღმერთს დიდება როგორც ამბობდნენ და ძალიან ბევრმა ქვეყანამ და ექიმმა მითხრა უარი მის ჩაყვანაზე, იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა არაფერს. 45 დღე იყო კომაში,, ხაზოვანი მსხვრევა ჰქონდა ქალა ფუძის, ეს ავარია იყო ძალიან მძიმე. ექიმები ამას მეუბნებოდნენ, აზრი არა აქვს, ტყუილად გყავს აპარატზე, ტვინი აქვს ფელამუშვით, აზრი არა აქვს. 

ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ, არავის შვილი არ უნდა კვდებოდეს. პირველად ცხოვრებაში ვიფიქრე, მიდი რა ნიკო, მოიხოდე და წავიდეთ. ჩემმა ძმაკაცმა, პაატა იაშაღაშვილმა მითხრა წამო რა მამა გაბრიელის საფლავზე. ესე მე არსად არ მილაპარაკია, ესე მე ჩემს თავთან მქონდა ომი, იქაც საფლავზე, მის ძვლებს და სულს ვენაცვალე. 2 საათზე მეტი ვსაუბრობდი. ძალიან ვთხოვე უფალს. ყველა მყავდა იქ, უფალი თავისი უმაგრესი ანგელოზებით, ილია მეორეც ჩემთან იყო. ძალიან ვთხოვე რა, კომაშია ამ დროს ჩემი შვილი. როდესაც მე გამოვედი მცხეთიდან 10 წუთში მირეკავს ექიმი, სად ხარო? მეგონა, რომ ძალიან ცუდ რამეზე მირეკავდა. მოდი ბიჭო შენი შვილი კომიდან გამოვიდაო. მიდი და არ გჯეროდეს იმის, რასაც ვერ ხედავ მაგრამ გრძნობ“, - ამბობს ნიკოლოზ ქართველი.