VIDEO: „საზოგადოებამ თვითონ გამიკეთა პროვოკაციული იმიჯი…“ – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი სიმღერაზე

ნეკა დოროყაშვილი

მოდელი ნეკა დოროყაშვილი პოდკასტის „მძიმე წერტილი“ სტუმარია, სადაც თავისი სიმღერის შესახებ საუბრობს. „ამ სიმღერით ვამბობ, რომ შენ კი გინდა ამლოკო, მაგრამ ვერ. რეალურად ეს ფილოსოფიურად არის ნათქვამი. ასევე არის ცოტა სარკაზმიც და პროვოკაცია. საზოგადოებამ თვითონ გამიკეთა პროვოკაციული იმიჯი.

მე მკითხა ვინმემ, მინდოდა თუ არა ეს. ასეთი ცხოვრება მე არ ამირჩევია და შესაბამისად მოგაწოდეთ ისეთი სიმღერა, როგორი იმიჯიც შემიქმენით“, – საუბრობს ნეკა დოროყაშვილი. 

ცნობისათვის, ნეკა აქტიურად ჩაერთო მუსიკალურ სფეროში და ცოტა ხნის წინ მსმენელს სიმღერა, „Lick Me (Sanctified Neka)” შესთავაზა, რომელიც მისი პირველი მუსიკალური ნამუშევარია.