1791143556
დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა" - პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საკომიტეტო მოსმენებით იწყებს
პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საკომიტეტო მოსმენებით იწყებს. თემაზე დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებს.
პროექტის მიხედვით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტითაა დაგეგმილი, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 500 000 000 ლარს გადააჭარბებს. იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასები, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.
ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.
"საქართველოს პარლამენტში შემოსულია მთავარი საფინანსო დოკუმენტი - 2027 წლის ბიუჯეტი. დოკუმენტი წარმოდგენილია 37.6 მილიარდი ლარით. დაგეგმილია 5%-იანი ზრდა, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად მოხმარდება ისეთ ძირითად დარგებს, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, სოციალური მიმართულება და ინფრასტრუქტურული პროექტები. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იქნება 12 236 ამერიკული დოლარი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.












