ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონს „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
ტერეხოვმა ასევე აღნიშნა, რომ ავტომობილები და ადმინისტრაციული შენობა იწვის, დაახლოებით ათი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებულია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.