VIDEO: ორსული ხატია ბუნიათიშვილის წარმატებული კონცერტი ბერლინში

xatia buniatishvili

ცნობილი პიანისტი, ხატია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და გულშემატკივრებს პირად ფოტოებსა თუ კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იგი პირველ შვილს ელოდება. 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს სასიხარულო ამბავი შეატყობინა. მისი რჩეულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ამჯერად ხატიამ კონცერტი ბერლინში გამართა. „დიდი მადლობა ბერლინს დაუვიწყარი საღამოსთვის“ - წერს ის სოციალურ ქსელში.