VIDEO: „მაქვს შეგრძნება, რომ მამას ნაწილი სულ ჩემთან არის...“ -  ქეთი წიკლაური გადაცემაში მამის ნაქონი პიჯაკით მივიდა

წიკლაური

ქეთი წიკლაური ესტუმრა „იმედზე“ გია ბაღაშვილის გადაცემას, სადაც მამის, თემურ წიკლაურის შესახებ ისაუბრა, რომლის დაბადების დღე მცირე ხნის წინ იყო.

ქეთი ამბობს, რომ „ივერიელებთან“ შეხვედრისას ყოველთვის გრძნობს მამასთან სიახლოვეს. გადაცემაში ის მამის პიჯაკით მივიდა.

„მაქვს შეგრძნება, რომ მამას ნაწილი სულ ჩემთან არის. განსაკუთრებით მკაფიოდ და მკვეთრად ეს იგრძნობა მაშინ, როცა თქვენთან, „ივერიელებთან“ ერთად ვარ. თითოეულ თქვენგანში ვხედავ მამას.

ეს ისე მავსებს და ბედნიერი ვარ ყოველთვის, როცა ჩვენ ერთად ვართ. დღეს მამას პიჯაკი მაცვია, როგორც მაშინ, ჩვენს ნომერში, რომელიც გია ბაღაშვილმა გააკეთა. როცა მამას გადაცემები ეძღვნება, ვცდილობ, მისი ფიზიკური, ფაქტობრივი ნაწილიც ჩემთან ერთად იყოს. როცა მისი ხმა ჟღერს, არ მაქვს შეგრძნება, რომ დიდი ხნის წინანდელი მასალაა და წასულია, ძალიან ცოცხალი ენერგია მოდის…“

ვიდეოს სანახავად გადადით აქ: