საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა
1774987500
UFC-ის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას პირად ცხოვრებასა და კარიერაზე საზოგადოების ინტერესი გაიზარდა.
სოციალური ქსელში, ილიას და მისი მეუღლის ჯორჯინა უზკატეგუიას გამომწერები, მათი ცხოვრების გამორჩეულ ეტაპებს თვალს ადევნებენ.
ამჯერად ჯორჯინა უზკატეგუია Instagram-ზე გვიზიარებს კადრებს, თუ როგორი დახვედრა მოუწყვეს ალიკანტეში, რისთვისაც მან სოციალური ქსელში მადლიერება გამოხატა.
„მადლობა ყველას სიყვარულისთვის. დღეს ძალიან მადლიერები ვართ ალიკანტეს მიმართ. დიდი მადლობა ქალაქის მერს ასეთი თბილი და ლამაზი დახვედრისთვის.
ბავშვებთან ერთად შესრულებული ქართული ცეკვა სანახაობრივი იყო. მადლიერებით და ემოციებით გვავსებს ამდენი ადამიანის გაერთიანება იმ წარმატების აღსანიშნავად, რასაც UFC-ის ქამარი ნიშნავს. ასევე, და რა თქმა უნდა, დიდი სიამაყით მავსებს“, – წერს ჯორჯინა უზკატეგუია.
საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა
1774987500
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1774987813