VIDEO: „ჰაუსში“ გამარჯვების შემდეგ, ჯავახა მარიამთან ერთად პარიზში მოგზაურობს

ჯავახა და მარიამი

„რუსთავი 2-ის“ რეალითი შოუს „ჰაუსის“ გამარჯვებული 21 თებერვალს გამოვლინდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტი ჯავახამ მოიგო.

გამარჯვებულმა ტელეკომპანიისგან 40 ათასი ლარი მიიღო.

გამარჯვების შემდეგ ჯავახა მარიამთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობს. მარიამი ჰაუსის ერთ-ერთი მონაწილე იყო, წყვილს შორის სასიყვარულო ურთიერთობა პროექტშივე დაიწყო. მარიამს პროექტის დატოვება ფინალამდე ცოტა ხნით ადრე მოუწია.

პარიზული არდადეგების ამსახველ კადრები მარიამმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.