VIDEO: ,,დაიდება ანკეტები, რომელიც უნდა შეავსოთ" - ,,პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონი იწყება!

გიორგი ნაზღაიძე

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონი 6 მარტს იწყება, - ამის შესახებ პროექტის ერთ-ერთმა წამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

,,ძალიან ბევრი შეტყობინება მოდის, თუ როდის დაიწყება ,,პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონი. დადგა დრო გავაჟღერო, რომ 6 მარტს იწყება ,,პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონი, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში დაიდება ანკეტები, რომელიც უნდა შეავსოთ, გამოგვიგზავნოთ და დაელოდოთ ჩვენ ზარს, რადგან რომელიღაც თქვენგანი არის მესამე სეზონის გამარჯვებული. ,,პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონი ,,რუსთავი 2-ზე", - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.

ნახეთ ვიდეო