VIDEO: „ავბედითი 21 ივნისი…დღე, რომელიც მინდა, რომ კალენდარში საერთოდ აღარ არსებობდეს...“ - ლევან კბილაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

სალო კბილაშვილი

21 ივნისი მომღერალ ლევან კბილაშვილის გარდაცვალების თარიღია.

თარიღს სოციალურ ქსელში მისი და, სალო კბილაშვილი ეხმაურება და სევდიან სტატუსს აქვეყნებს.

„ავბედითი 21 ივნისი…დღე, რომელიც მინდა, რომ კალენდარში საერთოდ აღარ არსებობდეს. დრო გაჩერდა…სამწუხაროდ, რამდენი აუსრულებელი ოცნება და სურვილი დაგრჩა… „დე, ერთი წელიც მინდა და ყველაფერი დალაგდება, ჩემი ადგილი სტადიონია, იქ უნდა ვატარო კონცერტებიო…“ ეს იყო ერთ-ერთი ბოლო სიტყვები, რაც მისგან მოვისმინეთ… შენ სულ ჩვენთან ხარ, ლევანიკო… დღეს იმაზე ბევრად მეტმა ადამიანმა გაგიცნო, იმაზე მეტს უყვარხარ, ვიდრე ოდესმე გეგონა და წარმოგედგინა! შენი ვარსკვლავი ზეციდან ანათებს…“ – წერს სალო კბილაშვილი.

მომღერალი ლევან კბილაშვილი 2022 წლის 21 ივნისს გარდაიცვალა.