VIDEO: „145 კილო რომ გავხდი, მივხვდი ვეღარ ვიხრებოდი... ვკარგავდი პროფესიას და საკუთარ თავს“ - ზურა შევარდნაძე წონის კლებასა და რეაბილიტაციაზე

zura shevardnadze

გარდენია „შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე წონის კლებაზე გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ საუბრობს. მისი განცხადებით, წონაში კლებისთვის კუჭის რეზექცია გაიკეთა.

„145 კილო რომ გავხდი, მივხვდი ვეღარ ვიხრებოდი, ვეღარ ვრგავდი… ვკარგავდი პროფესიას და საკუთარ თავს. არ დავფიქრებულვარ, ისე გავიკეთე ოპერაცია, მაგრამ მერე რეაბილიტაცია ძალიან გამიჭირდა. დავკარგე ძალა, ემოცია.. მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი.

ახლა 3 წლის თავზე მოვედი ფერზე და ღონეზე, თორემ მანამდე ის წლები ძალიან გამიჭირდა“, – ამბობს ზურა შევარდნაძე.