„ვერ წარმოვიდგენდი, რომ 36 წლის ასაკში ახლად განქორწინებული ვიქნებოდი...“ - რატომ გაყინა ქეთი მელუამ კვერცხუჯრედი

ქეთი მელუა

36 წლის ასაკში განქორწინების შემდეგ, მომღერალი მომავალზე და ოჯახურ ბედნიერებაზე ნერვიულობდა, თუმცა ამ საკითხზე ხმამაღლა არასდროს უსაუბრია. საკუთარი ცხოვრების შესახებ მომღერალმა ჟურნალ GRAZIA-სთან ისაუბრა. 

„როცა თინეიჯერი გავხდი, მოულოდნელად დაორსულებაზე ფიქრმა შემაშინა, შემდეგ წლები გადიოდა ჩემს პირველ ქორწინებაში იყო მომენტები, როდესაც ამაზე ფიქრი უფრო ამეკვიატა. ოჯახის ახლო წევრებსაც ჰქონდათ უნაყოფობის პრობლემები. ვერ წარმოვიდგენდი, რომ 36 წლის ასაკში ახლად განქორწინებული ვიქნებოდი და ჯერ კიდევ არ მექნებოდა ის ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

ორიოდე ზაფხულის წინ ერთი ადამიანი გავიცანი. პანდემიის დროს, ერთმანეთს, ძირითადად, ონლაინ ვეხმიანებოდით. უნაყოფობის შესახებ ფიქრები კვლავ ამეკივიატა, ამიტომ გავყინე კვერცხუჯრედები, როგორც ბევრი ქალი აკეთებს ამას. მალე პანდემია დასრულდა და ურთიერთობაც განვაახლეთ. ვიცოდი, რომ ახლა შემეძლო მისი გაცნობით სიამოვნება მიმეღო.

ერთ დღესაც კი ჩემი აზრი გავუზიარე და ვკითხე, იყო თუ არა მზად მამობისთვის. ხშირად მეუბნებიან, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად 3 თვეა საჭირო, ზუსტად სამი თვის შემდეგ კი გამომიცხადა, რომ მზად იყო.

ჩვენი შვილი, სანდრო თითქმის ცხრა კვირისაა. ძალიან მიხარია, რომ დედაჩემს ვუსმენდი. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დედობა ყველაზე დიდ ბედნიერებაა, რაც შეიძლება ოდესმე შეგემთხვას. მართალი იყო. დაღლილობის ნისლი უზარმაზარია, მაგრამ ეს არაფერია იმ სიყვარულთან შედარებით, რომელსაც ჩემი შვილის ხელში აყვანისას ვგრძნობ. ის ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ლირიკისა და მელოდიის მაგია" - ამბობს ქეთი მელუა ინტერვიუში.