PHOTO: როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ქეთი მელუა

keti melua

ქეთი მელუა მალე დედა გახდება. მომღერალმა, რამდენიმე თვის წინ, მორიგი ტურნეს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე გაამხილა, რომ ეს იქნება პირველი ტური, სადაც პატარასთან ერთად იმოგზაურებს.

პატარა ნოემბერში დაიბადება, თუმცა, მომავალი დედა უკვე ემზადება, რომ ბავშვს ქართული ენა ასწავლოს.

„ბავშვი დაიბადება ნოემბერში..  ქართულის სწავლა დიდი პრიორიტეტი იქნება, ვემზადები... ეს არის წიგნების კრებული, თბილისში ჩემი ბოლო მოგზაურობისას ვიყიდე ქართული საბავშვო მოთხრობებისა და წიგნების მცირე მარაგი, ვნახოთ, როგორ წავა საქმე...“ - დაწერა მელუამ.