„ვაიმე, ეს რა გავიგე!“ - გურამ შეროზიას ამ ამბავმა გამომწერები აალაპარაკა

გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში ოჯახურ სახალისო ამბავს გვიზიარებს.

„ვაიმე ეს რა გავიგე! შემცივდა და გათბობის ჩართვის დროა-მეთქი, ჩავილაპარაკე. ახლავე დავურეკავ ხელოსანსო დედაჩემმა. მეთქი რაის ხელოსანი, გავედი, ქვაბზე ღილაკს ხელი დავაჭირე და გათბა სახლიც.
თურმე ბოლო, ლამის სამი წელია, დედაჩემი ხელოსანს იძახებდა ყოველ ჩართვა-გამორთვაზე და ისიც ასე თავხედურად მოდიოდა და ღილაკზე ორ წამიანი ხელის მიჭერაში 30 ლარს იღებდა (შეიძლება მეტსაც, მაგრამ დააკლო დედაჩემმა შესაძლოა, ჩემი გაოგნებული სახე რომ დაინახა)  
ხო milianerebis ოჯახი ვართ რავი, ნათურის ანმთებსაც გამოვიძახებთ ხოლმე და რომ გადაიწვება მოხსნა-გამოცვლაშიც გადავიხდით, რა გვენაღვლება?! 

Dges gadavwyvet davshorde dedachems tu mivutevo???“,-წერს შეროზია.

„მე სარეცხის მანქანაზე მქონდა მსგავსი შემთხვევა, თურმე ჩართვის ღილაკი ყოფილა გაფუჭებული, მოდიოდა ხელოსანი , ვითომ ნაწილს უცვლიდა და მახევდა ფულს“,- წერს ერთ-ერთი გამომწერი.