„ცუდად ვიყავით ერთმანეთის ხმას თუ ვერ გავიგებდით, ახლა… როგორ ვძლებთ“ – მელიტა ფურცელაძის ემოციური პოსტი

MELITA FURCELADZE

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

დედა შვილის მონატრების შესახებ საუბრობს და ლევანის დის, სალო კბილაშვილის სტატუსს გვიზიარებს, სადაც მომღერლის და წერს -„როგორ მინდა მაგრად ჩაგეხუტო“ და ძმის ვიდეოს ავრცელებს: „სალომეს მაგრად უნდა ჩახუტება და მე ამ ეკრანზე პირველად დაგიკოცნე ყელი, სახლიდან გასვლისას თავს რომ გადაწევდი და ისე არ წახვიდოდი არ მეკოცნა.

აქაც ხომ ოჯახზე საუბრობ. დედა, დედა, დედაა… რა იყო ეს, რანაირი დედაშვილობა იყო, ცუდად ვიყავით ერთმანეთის ხმას თუ ვერ გავიგებდით, ახლა …. როგორ ვძლებთ“, – წერს მელიტა ფურცელაძე.