ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა

წყვილი

ცნობილი ქართველი ინფლუენსერი წყვილი — თიკა კურტანიძე და გიორგი ნაჭყებია, მეტსახელად „მანდრეინი“ — დაშორდნენ.

ორივე მათგანს სოციალურ ქსელში ასიათასობით გამომწერი ჰყავს.

დაშორების შესახებ თიკამ გამომწერებს სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ამცნო. 

„ეს არის ყველაზე რთული ვიდეო, რაც კი ოდესმე გადამიღია. უკვე რამდენჯერმე ვცადე ამ ვიდეოს გადაღება, მაგრამ შემდეგ გავჩერდი. ბოლო პერიოდია, რომ ბევრმა თქვენგანმა შეამჩნიეთ, მე და გიორგის აღარ გვიდევს ერთად პოსტები და აღარ ვჩანვართ ერთად. მინდა გითხრათ, რომ მე და გიორგი დავშორდით...“ - ამბობს თიკა კურტანიძე ვიდეოში.