„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაიწყო. შეხვედრაზე მხარეები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური სამსახურის განცხადებით მთავარი განსახილველი თემა იქნება უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეთა გათავისუფლების საკითხი. უკანონო ბორდერიზაციის, გადასასვლელ პუნქტებზე დაწესებული რეჟიმის მოხსნის და თამარ მეარაყიშვილის უფლებების დარღვევის საკითხები.
საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავების 1 ახალი შემთხვევა მოხდა. ხოლო უკანონო ბორდერიზაციის ასევე 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 11 მოქალაქე რჩება.