1783972020
„ციკო ჩემი დედიკოა და საუკეთესო მეგობარია“ - მარინა კაპრი დედამთილის შესახებ საუბრობს
მომღერალ გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, მარინა კაპრი დედამთილის შესახებ საუბრობს:
„უკრაინაში უფრო სიდედრისა და სიძის თემაა, არც კი ვიცოდი, რომ აქ დედამთილი-რძლის ურთიერთობაზე ასეთი სტერეოტიპები და მოლოდინები არსებობდა... მე რაც მახსოვს, პირველი ინტერვიუდან მოყოლებული, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა ყოველთვის ჩემი და ციცის ურთიერთობა იყო. ძალიან მიკვირდა, რატომ მეკითხებოდნენ ამას. თითქოს ყველას აინტერესებდა, ხომ არ გვქონდა რამე პრობლემა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რატომ არსებობდა ასეთი კითხვა.
ციკო ჩემთვის დედიკოა. თავიდანვე ასე გადავწყვიტეთ. მე მისთვის ქალიშვილი ვარ, ციცი კი ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარია. მართლა ერთი ოჯახი ვართ“.- ამბობს მარინა.











