„თქვა, რომ შეფ-მზარეულობა სურს...“ - რას წერს მედია პრინცი ჯორჯის შესახებ

პრინცი ჯორჯი

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც ჯორჯს, მომავალში შეფ-მზარეულობა სურს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

გამოცემის ცნობით, 11 წლის პრინცი დედასთან, ქეით მიდლტონთან და მეგობრებთან ერთად ნორფოლკის საგრაფოში მდებარე Wiveton Hall-ის კაფეს სტუმრობდა.

კაფის მფლობელის, დესმონდ მაკკარტის თქმით, როდესაც ჯორჯმა შეშაზე მომუშავე პიცის ღუმელი დაინახა, აღფრთოვანებით განაცხადა, რომ სწორედ ამ საქმის კეთება სურდა, როცა გაიზრდებოდა.

ჯორჯი პრინც უილიამისა და პრინცესა ქეითის უფროსი ვაჟია და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეორე ადგილს იკავებს. გამოცემის ცნობით, მას, მამისა და სხვა სამეფო ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ტახტზე ასვლამდე სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულო არ ექნება და საკუთარი ინტერესების მიხედვით პროფესიის არჩევის შესაძლებლობა ექნება.

აღსანიშნავია, რომ სამეფო ოჯახში ბავშვების კულინარიით დაინტერესება სიახლე არ არის.

ქეით მიდლტონი ადრეც საუბრობდა იმაზე, რომ შვილებს სახლში კერძების მომზადება უყვართ.

✕