1770579402
თამარ გვერდწითელის მიერ შესრულებული „საქართველო“ ნახვების რეკორდს ხსნის
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მუსიკალური პროექტში თამარ გვერდწითელმა შეასრულა როგორც საკუთარი, საავტორო კომპოზიციები, ასევე სხვადასხვა ლეგენდარული კომპოზიტორების სიმღერები, რომლებსაც მომღერალი წლების განმავლობაში ასრულებდა.
მომღერალმა ასევე იმღერა მის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა „საქართველო“, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად თამარ გვერდწითელია.










