თელავში, ძველი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე ხანძარია

ხანძარია

ხანძარია თელავში - ძველი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ბალახს წაეკიდა.

სახანძრო - სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც ამ წუთებშიც ადგილზე იმყოფებიან, ხანძარი ჩააქრეს.

მოგვიანებით, ცეცხლი ისევ გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, ქრობის სამუშაოები გართულებულია.

ამ დროისთვის აალების მიზეზი და დამწვარი ტერიტორიის ფართობი, უცნობია.