1772995280
აუდიტორებმა შეადგინეს დასკვნა, მათ აქვთ შესწავლილი რომეო მიქაუტაძის და მისი ოჯახის წევრების შემოსავლები, გასავლები და ამ ციფრებს შორის მკვეთრი სხვაობა დაადგინეს - პროკურორი
საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. მხარეებმა უდაოდ ცნეს ბრალდების მხარის მოწმე, რომლის გამოკითხვაც დღეს იყო დაგეგმილი. ასევე, გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები.
რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა. მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
"აუდიტორებმა შეადგინეს დასკვნა და ამ დასკვნაში მათ აქვთ შესწავლილი რომეო მიქაუტაძის და მისი ოჯახის წევრების შემოსავლები-გასავლები და ამ ციფრებს შორის მკვეთრი სხვაობა დაადგინეს. დაადგინეს, რომ ეს ოჯახი უსაფუძვლოდ გამდიდრდა და დაახლოებით 8 400 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა რომეო მიქაუტაძემ. სასამართლო პროცესზე დაიკითხა არაერთი მოწმე, რომლებმაც პირდაპირ ამხილეს რომეო მიქაუტაძე დანაშაულში, იმაში, რომ ის ეხმარებოდა შესაბამის კომპანიებს, რომლებსაც ლობირებდა სხვადასხვა ნებართვების აღებაში, ასევე გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ რომეო მიქაუტაძეს ნამდვილად აქვს ჩადენილი ის ბრალდება, რაც აქვს მას წარდგენილი", - აცხადებს პროკურორი.







