აუცილებლად გააკეთეთ ეს 18 თებერვლამდე, დაგჭირდებათ ბრინჯი, შაქარი და ქინძისთავი... - ეზოთერიკოსის რჩევა

ქინძისთავი

ეზოთერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს და გვთავაზობს რიტუალს, რომელიც წარმატების მოსატანად აუცილებლად 18 თებერვლამდე უნდა გავაკეთოთ. ამისთვის დაგჭირდებათ ბრინჯი, შაქარი და ქინძისთავი. “ კარმული პერიოდი გვიდგას, გააკეთეთ ეს 18 თებერვალს.  მეგობრების თხოვნით ისევ ვდებ ამ პოსტს

ადამიანებმა, ვინც ეს სიმბოლური რიტუალი გააკეთეს, თვითონვე დამიდასტურეს, რომ მათთან საუკეთესო ცვლილებებმა ზედიზედ დაიწყო მოსვლა: – სამსახურში ყურადღება მიაქციეს, – მაღალ თანამდებობაზე გადაიყვანეს. – კოლექტივი გაუმეგობრდა. – ფინანსური მხარეც გააქტიურდა. (ეს მათი სიტყვებია)

რიტუალი მსუბუქი ენერგეტიკური მოქმედებაა წარმატებაზე არანაირი „მძიმე მაგია“ , უბრალოდ სიმბოლური ნაბიჯი პოზიტიურ განწყობაზე. რა დაგჭირდება: • თეთრი ბრინჯი / სიუხვის სიმბოლო • მარილი - არასასურველის გამწმენდი • შაქარი - ტკბილი შედეგების სიმბოლო • თეფში • ინგლისური ქინძისთავი(იგივე "ბულავკა") როდის კეთდება: მზარდ მთვარეზე ან სავსემთვარეობაზე, მზის ჩასვლის შემდეგ. როგორ გააკეთო: 1. დააყარე 3-3 სუფრის კოვზი ბრინჯი, მარილი და შაქარი ერთმანეთზე, ფენებად. 2. გახსენი ქინძისთავი და ჩაამაგრე ცენტრში. 3. თქვი ხმამაღლა: „წარმატება ქინძისთავზე, და ქინძისთავიდან - ჩემთან!“ 4. დატოვე მთელი ღამით. 5. დილით ქინძისთავი ტანსაცმლის შიდა მხრიდან დაიმაგრე, როგორც შენი პირადი თილისმა. 6. ბრინჯი, მარილი და შაქარი გამოიტანე გარეთ და მიწაზე დაყარე მადლობის სიტყვით.

ეს მარტივი ენერგეტიკული მოქმედება რბილად, მაგრამ ძლიერად მუშაობს , იზიდავს კარგ მოვლენებს, სწორ ადამიანებს და იცავს უენერგიობისგან.  მადლიერების ნიშნად გააზიარე პოსტი და დაგვიტოვე თბილი კომენტარი”-წერს იოსელიანი.