-15 ქულა და ფულადი ჯარიმა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1757611639
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მომღერლის სიმღერის ვიდეოებმა სრული ფურორი მოახდინა. „პრაიმ ტაიმი“ 17 წლის ნიკა კუბლაშვილის გაგაცნობთ, ბიჭს რომელსაც უნიკალური ხმა აქვს და რომლისთვისაც სიმღერა ყველაფერია.
⏹ გაგვეცანით, ვინ არის ნიკა კუბლაშვილი?
მოგესალმებით, მე ვარ ნიკა კუბლაშვილი, ვარ მე-12 კლასის მოსწავლე, აბიტურიენტი.
უზმოდ შეყვარებული ვარ სიმღერაზე, სამშობლოზე, ქართულ ტრადიციებსა და ადათ-წესებზე.
⏹ ნიკა, რა ასაკიდან მღერით?
- როგორც მშობლები ამბობენ, ბავშვობიდან ვღიღინებდი, იქამდე სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, 4 წლისამ კი პირველად ვიმღერე. წლების მატებასთან ერთად, ჩემში იზრდებოდა სიმღერის მიმართ სიყვარული და ყალიბდებოდა გემოვნება. დღეს კი სასიმღერო ჟანრიდან ჩემთვის პრიორიტეტულია ფოლკლორის მიმართულება.
⏹ რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში სიმღერას?
- სიმღერის გარეშე სიცოცხლე ჩემთვის უბრალოდ ბუტაფორიაა, სიმღერა ჩემი სუნთქვა, ჰაერი და ჟანგბადია, სიმღერა ჩემთვის ყველაფერია.
⏹ ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში თქვენი სიმღერის ვიდეოები ნამდვილად ნახვების რეკორდს ხსნის, რა შეიცვალა ამ პერიოდში თქვენთვის?
- ვერ დაგიმალავთ, ეს ყველაფერი ძალიან მახარებს, ჩემთვის პოპულარობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვალდებული ვარ თითოეული ჩემი გულშემატკივარი იმაზე უფრო მეტად გავახარო, ვიდრე დღეს არიან ჩემით და ჩემი ნამღერით გახარებულნი.
არასოდეს ვაპირებ გაჩერებას, ვიშრომებ და ვიმღერებ ყოველთვის.
⏹ სამომავლო გეგმებზე, რომ გვესაუბრო - რას გეგმები გაქვს ახლო მომავალში?
- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჩემს თაყვანისმცემლებს და მსმენელს, მართლაც დიდ სიურპრიზებსა და სიახლეებს ვპირდები, თქვენი ნებართვით არ დავკონკრეტდები, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად გაგახარებთ, ჩემი სიმღერებითა და უამრავი სიახლეებით!
ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერალზე, სიუჟეტი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ჟურნალისტმა მარიამ იმედაშვილმა მომაზადა. სიუჟეტმა მაყურებლების დიდი გამოხმაურება მოიპოვა.
ნიკა კუბლაშვილის ნამღერი კი „პრაიმ ტაიმმა“ პირველად გასულ კვირას გამოაქვეყნა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
👤 ავტორი: ირაკლი გოგოლაძე