ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
დიდ ბრიტანეთში მენინგიტის აფეთქებას ებრძვიან. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამ ეტაპზე 34 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 2 გარდაცვლილია. უწყების წარმომადგენლების თქმით, მენინგიტის გამომწვევი კონკრეტული შტამი ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არ არის.
ჯანდაცვის სპეციალისტების განცხადებით, შემთხვევები ე.წ. ინვაზიურ მენინგიტთანაა დაკავშირებული. ეს არის ინფექცია, რომელიც თავისა და ზურგის ტვინის გარსებს აზიანებს. სწრაფად გავრცელების შემთხვევაში კი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ხდება. მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: მაღალი ტემპერატურა, პირღებინება, გონების დაბინდვა, სუნთქვის გახშირება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, კრუნჩხვები, ლაქები ან გამონაყარი, ძილიანობა ან გაღვიძების გაძნელება და ა.შ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რათა ინფექციის შემდგომი გავრცელება თავიდან აიცილონ.