„როგორ სწრაფად გარბის დრო... “ - ნუკი კოშკელიშვილის ვაჟი სკოლაში მივიდა

ნუკი

ტელეწამყვანი და ბლოგერი ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან და ემოციურ ეტაპს უზიარებს. ამჯერად ტელესახემ სოციალურ ქსელში თბილი

ოჯახური კადრები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ აცილებს უფროს ვაჟს სკოლაში. პირველი სასწავლო დღისადმი მიძღვნილმა ვიდეომ და შვილებთან ერთად გადაღებულმა კადრებმა გამომწერებისგან უამრავი თბილი სურვილი და მილოცვა დაიმსახურა:

„გილოცავთ პირველ სკოლის დღეს! წარმატებული, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელი პატარა ოლივერს!“,

„როგორ სწრაფად გარბის დრო... წარმატებები და დიდი მიღწევები ახალ ეტაპზე!“

. „უზომოდ თბილი და ემოციური კადრებია. ბედნიერი და ლამაზი მომავალი თქვენს ოჯახს!“, - წერენ კომენტარებში.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)