ქორწილის კადრები, რომლებიც ინტერნეტს იპყრობს - ნახეთ ფოტოები

სელენა

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის Only Murders in the Building-ის მესამე სეზონის გადაღებები გრძელდება.

ნიუ-იორკის ქუჩებიდან რამდენიმე საათის წინ უახლესი პაპარაცული ფოტოები გავრცელდა, სადაც გადასაღებ მოედანზე მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები სელენა გომესი, მარტინ შორტი და სტივ მარტინი არიან.

როგორც ჩანს, ერთ-ერთ ეპიზოდში სელენას პერსონაჟი საქორწილო კაბით გამოჩნდება, პოპვარსკვლავის ფოტოები სოციალურ მედიაში უკვე ვირუსულად გავრცელდა.