1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ინგლისელმა მსახიობმა ქეით უინსლეტმა ქალს, რომელსაც შვილის ჟანგბადის აპარატით სარგებლობის გამო ელექტროენერგიის დიდი დავალიანება ჰქონდა, 17 ათასი ფუნტი გადაურიცხა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
შოტლანდიელ ქეროლინ ჰანტერს ცოტა ხნის წინ შეატყობინეს, რომ მისი დავალიანება მომავალი წლისთვის კრიტიკულ ზღვარს მიაღწევდა. ჰანტერის ყველაზე უმცროს შვილს, 12 წლის ფრეიას, ცერებრული დამბლა აქვს და სუნთქვის ქრონიკული პრობლემების გამო ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებს. ელექტროენერგიის დანახარჯის შესამცირებლად ქეროლინს სახლის უმეტეს ნაწილში გათბობაც კი ჰქონდა ხოლმე გამორთული, თუმცა, დავალიანება მაინც მეტისმეტად დიდი აღმოჩნდა - ის 10 ათას ფუნტს აღწევდა.
ჰანტერის თქმით, გაოგნებული იყო, როცა გაიგო, რომ მათი დახმარება ლეგენდარულმა მსახიობმა გადაწყვიტა. უინსლეტმა პლატფორმა GoFundMe-ზე შექმნილ ფონდში ჯერ 17 ათასი ფუნტი ჩარიცხა, შემდეგ კი ოჯახი პირადადაც მოიკითხა.