ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
2004 წელს, კანადელმა ფერმერმა მერი გრემსმა თავისი ნიშნობის ბეჭედი დაკარგა, უშედეგო ძებნის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ მას ვეღარასდროს ნახავდა.
ასეც იყო, მანამ, სანამ 2017 წელს მერის ბაღჩაში სტაფილო არ ამოვიდა.
ბეჭედი დეფორმირებულ სტაფილოზე მჭიდროდ იყო შემოხვეული.
მერი იხსენებს, რომ ბეჭდის დაკარგვის გამო ხშირად ტიროდა. ის მის ქმარს დედისგან გადაეცა მემკვიდრეობით, ხოლო მერის 1951 წელს აჩუქეს და ამის შემდეგ, ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ატარა. ის ამბობს, რომ დაკარგვის შესახებაც არავისთვის უთქვამს:
„მხოლოდ ჩემს შვილს ვუთხარი, ქმრისთვის არ მითქვამს. წავედი მაღაზიაში და მისი მსგავსი დაბალ ფასად შევიძინე".
მერის თქმით, მისი ქმარი ისე გარდაიცვალა ბეჭედზე არასდროს არაფერი გაუგია.
საიდუმლო ასეც დარჩებოდა, რომ არა მერის რძალი, რომელმაც ბეჭედი სტაფილოების ამოთხრისას იპოვა.
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1754321898