„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ თიანეთის აბონენტებს - 9 აპრილის, ლაშარის, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ჯანგირაშვილის, ფიროსმანის, აღმაშენებლის, ერისთავის და მიმდებარე ქუჩებზე. 

კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება ყაზბეგის რაიონის აბონენტებსაც შეეზღუდებათ.

„11:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სიონი, გარბანი, არშა, ვარდისუბანი, ტყარშეტი, გველეთი და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა სტეფანწმინდაში გერგეტის უბანში.

12:30-დან 13:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ვახტანგ ჭელიძის, ტარიელის, ავთანდილის ქუჩებზე, დიდი დიღმის ტერიტორიაზე,

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.