ექიმებმა მამაკაცის მუცლის ღრუში ცოცხალი გველთევზა აღმოაჩინეს, რომელიც „ცურავდა“

ოპერაცია

33 წლის ჩინელ მამაკაცს, რომელიც სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მუცლის ძლიერი ტკივილით მივიდა, მუცლის ღრუში 10 მეტრის სიგრძის ცოცხალი გველთევზა აღმოაჩნდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მამაკაცის მუცელი გამაგრებული იყო  და პოტენციურად ფატალური პერიტონიტის შიშით, ექიმებმა გადაწყვიტეს ლაპარასკოპიული გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება. მამაკაცის მუცლის დათვალიერებისას, ისინი შოკირებულები დარჩნენ, როდესაც მის ორგანოებს შორის ცოცხალი გველთევზა აღმოაჩინეს.

ოპერაციის დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ გველთევზამ მთლიანად გაარღვია ნაწლავის კედელი და ახლა მუცლის ღრუში „ცურავდა“, რაც ინფექციის საფრთხე იყო, თუ დაუყოვნებლივ არ ჩატარდებოდა მკურნალობა.

ქირურგმა მოახერხა გველთევზას დაჭერა და ამოღება, შემდეგ კი სიგმოიდურ მსხვილ ნაწლავში ხვრელი გაკერა და ინფექციის რისკის მინიმიზაციის მიზნით მუცლის ღრუ ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხა. ოპერაციის შემდეგ მამაკაცი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.