ინდოეთი არა მხოლოდ ყიდულობს დიდი რაოდენობით რუსულ ნავთობს, არამედ ამ ნავთობის დიდ ნაწილს ღია ბაზარზეც ყიდის და სოლიდურ მოგებას ნახულობს - დონალდ ტრამპი

ტრამპი

ინდოეთი არა მხოლოდ ყიდულობს დიდი რაოდენობით რუსულ ნავთობს, არამედ ამ ნავთობის დიდ ნაწილს ღია ბაზარზეც ყიდის და სოლიდურ მოგებას ნახულობს, - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აპირებს, ინდოეთს ტარიფები გაუზარდოს.

"არ ანაღვლებთ, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსული სამხედრო მანქანისგან. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს, რომელსაც ინდოეთი უხდის აშშ-ს", - აღნიშნავს  ტრამპი.