PHOTO: რა ფოტოს აქვეყნებს ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე

კარლოტა

ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე, კარლოტა საქართველოს პირველი ჩოგნის ახალ ფოტოს Instagram-ზე აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ წყვილის ერთგულ მიმდევრებს სოციალურ ქსელში მათი პასიურობა არ გამორჩენია და გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ კიდეც. თუმცა, შარლოტას „სთორიმ“ ეს ვარაუდი გააქარწყლა.

გასულ კვირას ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა და ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა.

„დიდი დრო გავიდა, ამიტომ მსურს, მცირე სიახლე გავუზიარო ჩემს გულშემატკივარს და ადამიანებს, რომლებიც ჩემს გამო ღელავენ. ბოლო 3-4 წელიწადია ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი მქონდა, როგორც პირადში, ასევე კარიერაში.

ბოლო სამი წელია, ვებრძვი იდაყვის ტრავმას. თამაში ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის ფარგლებში შემიძლია, ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო.

ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილით მიწევდა კორტზე გასვლა, რაც ენერგიას მაცლიდა. მაკარგვინებდა თავდაჯერებულობას. მე მაინც არ ვამბობ უარს, ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა, გამოსავალს ვიპოვი. მადლობა მხარდაჭერისთვის.“ - დაწერა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.