„ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო...“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის გულწრფელი მიმართვა გულშემატკივრებს

ნიკა ბასილაშვილი

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ საკუთარ გულშემატკივრებს გამოეხმაურა და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

დიდი დრო გავიდა, ამიტომ მსურს, მცირე სიახლე გავუზიარო ჩემს გულშემატკივარს და ადამიანებს, რომლებიც ჩემს გამო ღელავენ. ბოლო 3-4 წელიწადია ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი მქონდა, როგორც პირადში, ასევე კარიერაში. 

ბოლო სამი წელია, ვებრძვი იდაყვის ტრავმას. თამაში ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის ფარგლებში შემიძლია, ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო. 

ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილით მიწევდა კორტზე გასვლა, რაც ენერგიას მაცლიდა. მაკარგვინებდა თავდაჯერებულობას. მე მაინც არ ვამბობ უარს, ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა, გამოსავალს ვიპოვი. მადლობა მხარდაჭერისთვის.“ - დაწერა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.