„ნელ-ნელა მთელ სახლს ჯუნგლებად ვაქცევ...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი

მოდელი და ტელეწამყვანი, ალექსანდრა პაიჭაძე, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე. იგი გამომწერებს საკუთარი ცხოვრების შესახებ დეტალებს და ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.

ამჯერად მოდელი სახლში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს: 

„მშვიდობიან შაბათ-კვირას გისურვებთ. ბავშვობაში ნანახს და შეყვარებულს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე, ტანსაცმლის კოლექციებში, თუ ინტერიერში ცხოველის და ბუნების, ფლორა-ფაუნას აღმნიშვნელ დეტალებზე სულ ვგიჟდებოდი, ახლაც ისე მიყვარს, რომ მთელ კედელზე შემიძლია ზებრა, ვეფხვი, ჟირაფი, ჯუნგლები, ბამბუკები, ნაძვები, ოკეანეები გადავჭიმო, გარდერობი სავსე მაქვს მათი პრინტებით, ხელოვნურით და უბრალო იმიტაციებით, ბუნებრივი ბეწვი არასოდეს მიყიდია და ვგმობ……

არა, არ მომბეზრდება ასეთი სივრცე და დიახ, საოცრად უხდება ინტერიერს პრინტები…. განსაკუთრებით მასიური მცენარეების ფონზე. ნელ-ნელა მთელ სახლს ჯუნგლებად ვაქცევ და მერე ლამაზ ტურში დაგპატიჟებთ. მიყვარხართ მამაცი და გულადი ქართველები. ვამაყობ იმ მუხტით რაც ამ კვირაში ვიგრძენი“, - წერს ალექსანდრა.