„რომ არა ჩემი დულსინია, ჩემს თვალებში ასეთი სხივი არ იქნებოდა" - გია ფერაძე შეყვარებულია?
1715962148
აშშ-ში, ნასვამი მძღოლი პოლიციას უმტკიცებდა, რომ საჭესთან მისი ძაღლი იჯდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კოლორადოს პოლიციამ მამაკაცი სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერა, რა დროსაც ნასვამი კაცი ძაღლისთვის, რომელიც მის გვერდით იჯდა, მანქანაში ადგილის გაცვლას ცდილობდა.
კაცი პოლიციას უმტკიცებდა, რომ საჭესთან თავად არ იჯდა და გაქცევაც სცადა.
დაკავებული კაცი ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ძაღლი დამნაშავის მეგობარმა წაიყვანა და პოლიციის ინფორმაციით, მას "მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს".